ინდოეთში 23 ადამიანი დაიხოცა მაოისტების თავდასხმის შედეგად

23 ადამიანი დაიხოცა ინდოეთში მმართველი პარტიის, ნაციონალური კონგრესის დეპუტატთა კორტეჟზე შეიარაღებული მაოისტების თავდასხმის შედეგად. შემთხვევა ქალაქ რაიპურში მოხდა. კორტეჟის შესაჩერებლად მაოისტებმა გზა წაქცეული ხეებით ჩახერგეს, შემდეგ აფეთქება მოაწყვეს და მანქანებში მყოფთ სროლა აუტეხეს. დახოცილებს შორის არიან ორი ადგილობრივი მოხელე და ხუთი პოლიციელი, გაიტაცეს ნაციონალური კონგრესის ადგილობრივი ლიდერი და მისი ვაჟი. მაოისტები აცხადებენ, რომ ღარიბების უფლებისთვის იბრძიან. ინდოეთის პრემიერი მათ „ქვეყნის უდიდეს საშინაო საფრთხედ“ მიიჩნევს.