გაეროს ტრიბუნალმა პატიმრობა მიუსაჯა ექვს ბოსნიელ ხორვატს

გაეროს ტრიბუნალმა პატიმრობა მიუსაჯა ექვს ბოსნიელ ხორვატს გასული საუკუნის 90-იან წლებში, ბოსნიის ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისათვის. ექვსი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერისთვის შეფარდებული სასჯელი 10-დან 25 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა ბოსნიელი ხორვატების ომისდროინდელ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკა ჰერცეგ-ბოსნას პოლიტიკურ ლიდერს, იადრანკო პრლიჩს. ის და დანარჩენი ხუთი მსჯავრდებული დამნაშავედ სცნეს მუსლიმების დევნაში, მკვლელობასა და დეპორტაციაში. მათვე დაეკისრა პასუხისმგებლობა ქალაქ მოსტარში ოსმალეთის იმპერიის პერიოდის ხიდის დანგრევაზე.