ჟან კლოდ მინიონი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი თავის რეზიდენციაში მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ივანიშვილმა და მინიონმა სამუშაო ლანჩის ფორმატში ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ხელისუფლების სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.