თბილისის საკრებულომ დასუფთავების ახალი მოსაკრებელი დაამტკიცა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დასუფთავების ახალი მოსაკრებელი დაამტკიცეს. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ის ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2,5 ლარით განისაზღვრა. 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ტარიფი 2 ლარია. ოჯახში სულთა მაქსიმალური რაოდენობა 4 სულით განისაზღვრა. ამასთან, მერიის ინფორმაციით, პარლამენტთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მომსახურება დამატებითი ღირებულების გადასახადებისგან გათავისუფლდება.