წყალდიდობა ჩეხეთის რესპუბლიკაში

Your browser doesn’t support HTML5

ჩეხეთის რესპუბლიკაში გრძელდება წყალდიდობა. პრაღაში ქვიშის ტომრებით და ლითონის დამცავი ჯებირებით აკავებენ მდინარე ვლტავის კალაპოტებიდან გადმოსულ წყალს. წყალდიდობა მრავალდღიან გადაუღებელ წვიმებს მოჰყვა. XIV საუკუნის კარლოსის ხიდი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, კვლავაც ჩაკეტილია. წყალქვეშ მოჰყვა სანაპირო. ქალაქის მესვეურების თანახმად, პრაღაში წყალდიდობის პიკმა უკვე ჩაიარა.