ექიმებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის მე-13 პოლიკლინიკის ექიმებმა, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ცხრა თანამშრომლის გათავისუფლების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ექიმების თქმით, დირექტორმა ცხრა პირი სამსახურიდან გაუშვა, რადგან მათ პოლიკლინიკის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. ქონების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის პოლიკლინიკის დირექტორმა ექვთიმე კუგოტმა გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.