ქუვეითში 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ქალს „ტვიტერის“ კომენტარებისათვის

ქუვეითში 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელიც დამნაშავედ ცნეს ამირის შეურაცხყოფასა და ქვეყნის ხელისუფლების შეცვლისაკენ მოწოდებაში. 37 წლის მსჯავრდებული ჰუდა ალ-აჯმი, რომელიც მასწავლებლად მუშაობს, სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ გამოთქვამდა მმართველი რეჟიმის მიმართ კრიტიკულ აზრებს. მას აქვს განაჩენის გასაჩივრების უფლება. ბოლო თვეებში ქუვეითში „ტვიტერის“ კიდევ რამდენიმე მომხმარებელს შეუფარდეს სასჯელი სახელმწიფოს მეთაურის, საბაჰ ალ-აჰმად ალ-საბაჰის კრიტიკისათვის.