რუსეთის სახელმწიფო სათათბირო „ჰომოსექსუალური პროპაგანდის“ აკრძალვას მიემხრო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც დიდ ფულად ჯარიმებსა და პატიმრობას ითვალისწინებს, მცირეწლოვანთა მიმართა „ჰომოსექსუალური პროპაგანდის“ შემთხვევაში. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 436-მა დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ. უფლებადამცველები კანონპროექტს აკრიტიკებენ, რადგან მასში ხედავენ ჰომოსექსუალთა უფლებების ხელყოფის საფრთხეს.