2011 წლის პირველ ივლისამდე დაგროვილი დასუფთავების დავალიანებისგან გათავისუფლდებიან

თბილისის მცხოვრებლები 2011 წლის პირველ ივლისამდე დაგროვილი დასუფთავების გადასახადის დავალიანებისგან გათავისუფლდებიან. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "ადგილობრივი მოსაკრების შესახებ" კანონში შედის, რომელიც ბიუროს სხდომაზე უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები.