ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში

ვენესუელის ნაციონალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოოდ დაითვალა მილიონობით ამომრჩეველთა ხმა და აპრილში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. კომისიაში აღნიშნავენ, რომ ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი აცდენა არჩევნების ოფიციალურ შედეგებთან. მადურომ თავის მთავარ მოწინააღმდეგეს ენრიკე კაპრილესს 1,5%-ით მოუგო. ამასთან კაპრილესმა ამ შედეგს ფალსიფიცირებული უწოდა.