ტაქსიმის მოედანზე მუსიკოსი დემონსტრანტებს ამხნევებს

Your browser doesn’t support HTML5

სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული აქციები პოლიციასთან სასტიკი შეტაკებების მიუხედავად გრძელდება. გერმანელმა პიანისტმა ტაქსიმის მოედანზე აქციის მონაწილეების გასამხნევებლად 12 ივნისს პატარა კონცერტი ჩაატარა. დევიდ მარტელო მსგავსი კონცერტების გამართვას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გეგმავს. თურქეთში კი დემონსტრანტები ტაქსიმის მოედანზე დარჩენასა და საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.