ირანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, გამარჯვების საუკეთესო შანსები აქვთ ზომიერი კურსის მომხრე სასულიერო პირს, ჰასან როჰანის და კონსერვატიული ძალების წარმომადგენელ მოჰამად ქაკერ ყალიბაფს, რომელიც თეირანის ამჟამინდელი მერია. არჩევნებში პრეზიდენტობის კიდევ ოთხი კანდიდატი მონაწილეობს. თუ ვერც ერთი ვერ მოიპოვებს საკმარის მხარდაჭერას, საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი გავა არჩევნების მეორე, 21 ივნისისთვის დანიშნულ ტურში. წინა საპრეზიდენტო არჩევნებს, გამარჯვებულად მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადების შემდეგ, მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა კენჭისყრის გაყალბების ბრალდებით.