ლოცვის უფლება

Your browser doesn’t support HTML5

14 ივნისს მეიდანზე გაიმართა აქცია, რომლის დევიზიც იყო „ლოცვის უფლება აქვს ყველას“. მასში მონაწილე ადამიანები დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები მუსლიმანი მოსახლეობის მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ ამავე სოფელში მომხდარის გამო: გასულ პარასკევს ადგილობრივ მუსლიმებს სოფელში მცხოვრებმა ქრისტიანმა მოსახლეობამ ლოცვის უფლება არ მისცა.