ავტობუსის აფეთქებამ პაკისტანში 11 სტუდენტი იმსხვერპლა

სულ მცირე 11 სტუდენტი გოგო დაიღუპა და 19 დაიჭრა ავტობუსის აფეთქების შედეგად პაკისტანის ქალაქ კვეტაში. ქალაქის პოლიციის ოფიცრის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა იმ დროს, როდესაც სარდარ ბახადურ ხანის სახელობის ქალთა ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტები ავტობუსში სხდებოდნენ. პოლიცია ვარაუდობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში იყო დამონტაჟებული. მეორე აფეთქება კი მოხდა იმ სამედიცინო კლინიკაში, სადაც ავტობუსის აფეთქების შედეგად დასახიჩრებული ადამიანები გადაიყვანეს. მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.