სასამართლომ კადიევსა და ომაროვს ბრალი იარაღის შენახვისთვის წაუყენა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიკაელ კადიევისა და რიზვან ომაროვს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. ამასთან სპეციალურ განცხადებაში სასამართლომ განმარტა, რომ კადიევი და ომაროვი არ ყოფილან ეჭვმიტანილნი ტერაქტში, როგორც ეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა. ქართველმა სამართალდამცველებმა მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი 13 ივნისს, გამთენიისას დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათი დროებითი საცხოვრებლიდან დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტრო-დეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია ამოიღეს.