სამხედრო აეროდრომზე სირიის დედაქალაქთან იერიში მიტანეს

სირიის დედაქალაქთან, დამასკთან მდებარე სამხედრო აეროდრომთან ძლიერი აფეთქება მოხდა. სახელმწიფო ტელევიზიის და აქტივისტების თანახმად, მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა მეცეს აეროდრომის მახლობლად, გზაზე. ცნობით, მთავრობის ჯარმა აფეთქების შემდეგ გადაკეტა აეროდრომისკენ მიმავალი გზები. აეროდრომი დაკავებული აქვთ რესპუბლიკური გვარდის, საგანგებო დანიშნულების ჯარს, ასევე საჰაერო ძალების დაზვერვას. ის პრეზიდენტის, ალ-ასადის ოჯახს პირად აეროპორტად ემსახურება.