საგამოცდო ტესტებს დღეს გადაიტანენ პოლიციის მთავარ სამმართველოებში

ერთიანი ეროვნული, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტებს დღეს, აეროპორტიდან, კერძოდ, "საქართველოს ფოსტის" საბაჟო ტერმინალიდან თბილისისა და რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში გადაიტანენ. როგორც „ინტერპრესნიუსი" გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება, 2013 წლის გამოცდებისათვის ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ "სტივენ ოსტინმა" დაბეჭდა. 1768 წელს დაფუძნებული კომპანია "სტივენ ოსტინი" დღეისათვის მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე 20 ქვეყნის საგამოცდო ცენტრსა და განათლების სამინისტროს ემსახურება.