ბაღდადში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომელიც შიიტურ მეჩეთში მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. ზოგი საინფორმაციო საშუალება 15 დაღუპულზე იუწყება. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. ერაყში ბოლოხანს გააქტიურდა რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალადობა. გასულ თვეში ერაყში 1000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ძალადობამ, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო 2006-2007 წლების შემდეგ.