დიდუბის პანთეონში დაკრძალეს რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე

დიდუბის პანთეონში დაკრძალეს ცნობილი ქართველი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე. მისი სამოქალაქო პანაშვიდი დღეს გაიმართა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ. გიგა ლორთქიფანიძე გასულ კვირაში, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შედეგად.