ობამა არ ამხელს სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდების დეტალებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უარი თქვა დაეზუსტებინა, თუ რა სახის სამხედრო დახმარებას გაუწევს აშშ სირიელ მეამბოხეებს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გასულ კვირაში თქვეს, რომ ვაშინგტონი სირიელ მეამბოხეებს დაეხმარება იარაღით. ბერლინში, ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფრენციაზე, ობამამ თქვა, რომ არ შეუძლია და არ ილაპარაკებს სამხედრო აღჭურვილობაზე, რომელიც მიეწოდება სირიელ მეამბოხეებს.