დაკავებულმა თავი დაიზიანა

სამეგრელოში აღმოჩენილ მიწისქვეშა სამალავებში შენახული მასალების საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ყოფილმა პოლიციელმა დაკითხვისას მაგიდიდან აღებული საკანცელარიო ნივთით მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა. დაშავებული საავადყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.