თურქეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

თურქეთში კვლავ შეტაკებები მოხდა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმსა და დემონსტრანტებს შორის. სტამბოლის და ანკარას ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გავიდა, პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად. პოლიციამ ორივე ქალაქში წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად. მანამდე ერდოანმა ქალაქ სამსუნში მიმართა თავის ათასობით მხარდამჭერს და თქვა, ეს მღელვარება თურქეთის მტრების ინტერესებში შედისო. თურქეთში საპროტესტო ტალღა ივნისში აგორდა - მას შემდეგ, რაც პოლიციამ ძალისმიერად სცადა დემონსტრანტების დაშლა, რომლებიც სტამბულში პარკის რეკონსტრუქციის გეგმას ეწინააღმდეგებოდნენ.