გადადგა პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრი

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა დააკმაყოფილა თავისი მთავრობის პრემიერ-მინისტრის, რამი ჰამდალას განაცხადი გადადგომის შესახებ. ჰამდალამ ხუთშაბათს განაცხადა რომ გადადგომას აპირებდა - პოსტზე მუშაობის დაწყებიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ. მისი გადაწყვეტილება გამოიწვია ძალაუფლებისთვის ბრძოლამ, რომელიც უკავშირდება აბასის გადაწყვეტილებას ორი ვიცე-პრემიერის დანიშვნის თაობაზე.