ბოსტონში აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილის დედა მონაწილეობას მიიღებს სასამართლო პროცესში

ბოსტონში აფეთქების ორგანიზებაში ბრალდებულის, ჯოხარ ცარნაევის დედა, ზუბეიდატ ცარნაევა, ივლისში ამერიკაში გაემგზავრება, სადაც სასამართლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას. ”ბი-ბი-სისთან” ინტერვიუში ზუბეიდატ ცარნაევა აცხადებს, რომ მისი 19 წლის შვილი, ჯოხარი, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებაში არ მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს, ბოსტონში, მარათონის დროს აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 260 დაშავდა. ჯოხარის უფროსი ძმა ტამერლანი პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპა, ზუბეიდატ ცარნაევა იმედს გამოთქვამს, რომ მისი შვილი მალე დაბრუნდება სახლში, მახაჩყალაში.