ისრაელის საჰაერო ძალებმა კონტრდარტყმა განახორციელეს ღაზის სექტორზე

ისრაელის საჰაერო-სამხედრო ძალებმა მას შემდეგ, რაც პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისრაელის მიმართულებით ექვსი რაკეტა ისროლეს, ღაზის სექტორზე კონტრდარტყმა განახორციელეს. კონტრშეტევის შედეგად ღაზის სექტორში სამი ობიექტი დაზიანდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, პალესტინელების თავდასხმის მიზეზი 22 ივნისს პოლიციელების მიერ პალესტინელი საველე მეთაურის მკვლელობა გახდა.