პაკისტანში მოკლეს მაღალი რანგის პოლიციელი და მისი მძღოლი

პაკისტანში მოტოციკლიანმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს მაღალი რანგის პოლიციელი ამანულა ხანი და მისი მძღოლი. პოლიციის ცნობით, ამანულა ხანი, რომელიც საგზაო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა, და მისი მძღოლი მოკლეს ფეშავარში - ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.