თბილისში იმართება ქართველი სამხედროების გაცილების ცერემონია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმართება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ISAF-ის (ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების) მისიაში მონაწილეობისათვის გაცილების ცერემონია. ცერემონიაში მონაწილეობენ ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ცნობების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე და ბათუმის მსუბუქი ქვეითი ბატალიონები გერმანიაში გააგრძელებენ წვრნას ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობისათვის.