უიღურები შეტაკებისას დახოცილთა საქმის გამოძიებას ითხოვენ

ჩინეთის ეთნიკური უმცირესობის, უიღურების, ემიგრაციაში მცხოვრებმა ორმა ჯგუფმა მოითხოვა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს შეეტაკებების დროს 27 პირის დახოცვის გარემოებების გამო. ინციდენტი მოხდა 26 ივნისს, სინციან-უიღურის ავტონომიურ რაიონში. ადრე იუწყებოდნენ, რომ პოლიციამ გადაკეტა უიღურებსა და ხანის ჩინელებს შორის შეტაკების ადგილის, ქალაქ ლუკცუნისკენ მიმავალი გზა. ეთნიკურ ნიადაგზე რეგიონში არაერთხელ მომხდარა შეტაკება. უიღურთა უმცირესობა მთავრობას ადანაშაულებს მათ დევნაში და მცდელობაში, განდევნონ ისინი წინაპართა მიწიდან და იქ ხანის ჩინელები ჩაასახლონ.