პაკისტანში ნაღმის აფეთქებამ 11 ადამიანი იმსხვერპლა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას ემსხვერპლა 11 ადამიანი, 25 დაშავდა. თავდასხმა პეშავარის მიდამოებში მოხდა. დაშავებულთა შორის ბავშვები და ქალი არიან. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.