თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ვიდეომასალებზე იმსჯელებს

დღეს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დახურულ სხდომაზე ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეოებისა და სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალების საკითხზე იმსჯელებს. სხდომას კომიტეტის წევრების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.