საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი იწყება

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი, პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ასევე დაფინანსდება: გეგმიური ოპერაციების ფართ სპექტრი(წლიური ლიმიტი 15 000 ლარი, დაფინანსდება 70 %-ით); ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 000 ლარი, დაფინანსდება 80%-ით); ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური 500 ლარი, საკეისრო კვეთა 800 ლარი).