რუსეთში ვერტმფრენის ავარიამ 20-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

რუსეთში, ბოლო ინფორმაციით, 23 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი დაიღუპა ვერტმფრენის ავარიის შედეგად. გადარჩნენ მხოლოდ მგზავრი ქალი ბავშვთან ერთად და ეკიპაჟის სამი წევრი. ავარია იაკუტიაში მოხდა. დაწყებულია გამოძიება. ავარიის სავარაუდო მიზეზად უამინდობა სახელდება.