ზემომლეთელები უსაფრთხო საცხოვრებლის მოლოდინში

Your browser doesn’t support HTML5

დუშეთის რაიონის სოფელი ზემო მლეთა ლომისის მთის ძირას, მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. მთიდან ჩამოშლილი ქვა-ღორღი სისტემატურად კეტავს არაგვის კალაპოტს, რაც მდინარის დაგუბებას იწვევს და სოფელს დატბორვის საფრთხეს უქმნის. ორი წლის წინ სტიქიამ ამ სოფელში სამი წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ზემო მლეთაში მცხოვრები 15 ოჯახი სტიქიას თავისი მეთოდებით ებრძვის. ზემომლეთელი გურამ გაგაძის თქმით, წვიმის დროს მეზობლებს მორიგეობით სძინავთ, რომ წყლის დაგუბება არ გამოეპაროთ. გაგაძე და მისი თანასოფლელები უსაფრთხო ადგილას გადასახლებას ითხოვენ.