თბილისი ივლისში

Your browser doesn’t support HTML5

ბოლო დღეების განმავლობაში ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა. თბილისში ყველა თავისებურად ცდილობს მზისგან თავის დაცვას. ხალხი, განსაკუთრებით ბავშვები, პარკებში, სანაყინეებსა და შადრევნებთანაა თავშეყრილი. ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით გრილი ამინდებია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში დღეგამოშვებით იწვიმებს. 5-დან 9 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ტემპერატურა 30-34 გრადუსს მიაღწევს, აღმოსავლეთში კი 32-37 გრადუსი იქნება. უკვე 9 ივლისიდან დასავლეთ საქართველოში წვიმებია მოსალოდნელი.