დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სირიის ოპოზიციურმა გაერთიანებამ, ეროვნულმა კოალიციამ, ახალი ლიდერი აირჩია. კოალიციამ შაბათს გადაწყვიტა, რომ მისი ლიდერი იქნება ყოფილი პოლიტპატიმარი, აჰმედ ალ-ჯარბა. ის შეცვლის სუნიტ სასულიერო პირს, მოაზ ალ-ხატიბს, რომელიც მარტში გადადგა. გარდამავალ პერიოდში გაერთიანებას ოპოზიციონერი გეორგ საბრა ედგა სათავეში. შაბათის შეკრებაზე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს „მუსლიმთა საძმოს“ წარმომადგენელი, ფარუქ ტაიფური. ასოციაცია შარშან ნოემბერში ჩამოყალიბდა კატარში პრეზიდენტის წინააღმდეგ მებრძოლთა გაერთიანების მიზნით.