ავღანეთში ბოლო დღეღამეში 14 სამხედრო დაიხოცა

ავღანეთში ბოლო დღეღამეში 14 ადგილობრივი სამხედრო იქნა მოკლული. დახოცეს ასევე ათეულობით თალიბი, იტყობინება ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო. ივნისის შემდეგ ამ ქვეყანაში ადგილობრივი არმია და პოლიციაა უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი, ნატოს ძალებთან ერთად. წლის დასაწყისიდან ძალადობას ავღანეთში 900-მდე ჯარისკაცი და პოლიციის თანამშრომელი შეეწირა.