ლატვია ევროზონაში 2014 პირველ იანვარს გაწევრიანდება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა დღეს მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას 2014 წლის პირველ იანვარს ლატვიის ევროზონაში მიღების თაობაზე. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ვალდის დომბროვსკისმ ამ ნაბიჯს უწოდა პოზიტიური ცნობა არა მხოლოდ ლატვიის, არამედ მთლიანად ევროკავშირისა და ევროზონისათვის. ლატვია ევროზონის წევრი მე-19 ქვეყანა გახდება. 2011 წელს ბალტიის ქვეყნებიდან ევროზონაში პირველად ესტონეთი გაწევრიანდა.