მაგნიტსკის საქმეზე განაჩენს მოსკოვის სასამართლო დღეს გამოაცხადებს

მოსკოვში, ტვერის სასამართლო დღეს გამოაცხადებს განაჩენს ბრიტანული ფონდის Hermitage Capital-ის აუდიტორის, წინასწარი დაკავების საკანში გარდაცვლილი - სერგეი მაგნიტსკისა და ფონდის გენერალური დირექტორის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე უილიამ ბრაუდერის საქმეზე. მათ ბრალად ედებოდათ 500 მილიონი რუბლის ოდენობის გადასახადების დამალვაში. პროკურორმა მოითხოვა ბრაუდერისთვის დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით და მაგნიტსკის სიკვდილის გამო მისი სასჯელისგან გათავისუფლება და მის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტა. მაგნიტსკის ადვოკატმა განაცხადა, რომ მაგნიტსკის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უკანონოდ აღიძრა და მოსამართლისგან საქმის პროკურატურისთვის დაბრუნება და შეწყვეტა მოითხოვა. ბრაუდერის წარმომადგენელმა სისხლის სამართლის საქმეს შეთითხნილი უწოდა. სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის ნოემბერში 37 წლის ასაკში წინასწარი დაკავების დაწესებულების სამედიცინო განყოფილების ინტენსიური თერაპიის პალატაში გარდაიცვალა.