აშშ ჩინეთს საყვედურობს სნოუდენის გადაცემაზე უარის გამო

აშშ უკმაყოფილებას გამოთქვამს ჩინეთის მისამართით, რომელმაც უარი უთხრა ამერიკას გადასცეს ჰონგკონგში მყოფი ედვარდ სნოუდენი, ამერიკის უშიშროების ყოფილი კონტრაქტორი და ამჟამად ჯაშუშობაში ბრალდებული. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ედვარდ ბერნსი აცხადებს, რომ ჩინეთის ქმედება არ ემთხვევა მათ მიერვე რამდენიმე ხნის წინ გამოთქმულ მოწოდებას, ჰქონდეთ მჭიდრო კავშირი ვაშინგტონთან.