ინდოეთის ოკეანეში გემის ჩაძირვის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა და რვა ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული

პარასკევს საღამოს ავსტრალიის მახლობლად, აღდგომის კუნძულთან, ჩაიძირა ინდონეზიის ხომალდი, რომელზეც ლტოლვილები იმყოფებოდნენ. დაიღუპა ბავშვი, რვა ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. ხომალდზე 97 ადამიანი იმყოფებოდა. ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯეისონ კლერის თქმით, გემის დასახმარებლად გაიგზავნა სამხედრო ხომალდი, რომელმაც აღდგომის კუნძულზე ჩაიყვანა 88 ლტოლვილი ავღანეთიდან, ირანიდან და შრი-ლანკიდან. 2007 წლის შემდეგ აღდგომის კუნძულზე პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მოსურნე 45 ათასი ადამიანი ჩავიდა.