ნატალია ესტემიროვას სასამართლო პროცესი გადაიდო

ჩეჩნეთში მოღვაწე უფლებათადამცველის ნატალია ესტემიროვას მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი ორშაბათს 15 აგვისტომდე გადაიდო. უფლებათადამცველი ქალის მკვლელობაში მთავარ ეჭვმიტანილ ალხაზურ ბაშაევზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ამის თაობაზე რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მარკინმა განაცხადა. მისივე თქმით, ძიება ვარაუდობს, რომ ასტემიროვას მკვლელობის მოტივი შესაძლოა გამხდარიყო მისი პუბლიკაცია, რომელშიც ბაშაევის მიერ სხვა უკანონო მებრძოლების გადაბირებასა და მოსკოველი ბიზნესმენის ოჯახზე მომხდარ თავდასხმაზე იყო საუბარი. პეტერბურგსა და გროზნოში ასტემიროვას სასამართლო პროცესის პარალელურად გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, რომელიც ჩეჩენი უფლებათადამცველი ქალის მკვლელობის მეოთხე წლისთავს მიეძღვნა.