კეტრინ ეშტონი ეგვიპტეში მოლაპარაკებებს მართავს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ეკტრინ ეშტონი კაიროში ეგვიპტის დროებით ხელმძღვანელობას ხვდება. 16 ივლისს ეგვიპტეში, ახალმა, გარდამავალმა მთავრობამ, დროებითი პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადო. პირველი ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, გახდა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, აბდელ-ფათახ ალ-სისი. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ნაბილ ფაჰმი, 1999-2008 წლებში ეგვიპტის ელჩი აშშ-ში. 3 ივლისს ჩამოგდებული პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მომხრეები თვლიან, რომ ახალი მთავრობა არაკანონიერია.