მიწისძვრის შედეგად ჩინეთში 75 კაცი დაიხოცა

ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 75 კაცი დაიღუპა და ასობით დაზიანდა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში განზის პროვინციაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად. აშშ-ის გეოლოგიურ კვლევათა უწყების თანახმად მიწისძვრის სიმძლავრე 5.9 ბალს აღწევდა.