გაეროს ინსპექტორები ქიმიური იარაღის საკითხის შესასწავლად სირიაში ჩავიდნენ

გაერომ მოიპოვა 13 შემთხვევის დამადასტურებელი ანგარიში, რაც სირიაში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს ადასტურებს. ამის თაობაზე ახლო აღმოსავლეთის კოფლიქტის მოწესრიგების საქმეში გაეროს წარგზავნილმა რობერტ სერიმ განაცხადა. ამ ფონზე ჩავიდა დამასკში გაეროს ექსპერტთა დელეგაცია, რომელშიც განიარაღების საკითხების წარმომადგენელი ანჟელა კეინი და გაეროს ინსპექციის ხელმძღვანელი ოკე სელსტომი იმყოფებიან. ვიზიტი სირიის ხელისუფლების მიწვევით ხორციელდება. დამასკი დაჟინებით მოითხოვს, რომ გაეროს წარმომადგენლებმა მოინახულონ მხოლოდ ქალაქი ხან ელ ასალი, სადაც 19 მარტს მეამბოხეებმა ქიმიური იარაღი გამოიყენებს. თუმცა, გაეროს ექსპერტები მოითხოვენ, რომ მათ სხვა დასახლებული პუნქტების მონახულების შესაძლებლობაც მიეცეთ.