თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შიხიაშვილი აირჩიეს

თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ამ თანამდებობაზე პარასკევს გამართული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი. თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გამართული კენჭისყრისას, შიხიაშვილის კანდიდატურას მიემხრო 24 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო ერთი. საკრებულოს წევრებმა აირჩიეს თავმჯდომარის პირველი მოადგილეც - გიორგი მუსხელიშვილი. ასევე პარასკევს, უფრო ადრე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს ზაალ სამადაშვილი, რომელიც 2010 წლიდან მუშაობდა ამ თანამდებობაზე.