მინისტრმა სოფლის მეურნეობის პროგრამები შეაჯამა

”მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში” საგაზაფხულო სამუშაოებისთვის 700 ათასზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა, ხოლო პროექტის მთლიანი ღირებულება 195 მილიონ ლარს შეადგენდა - ამის შესახებ 29 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ. ასევე, მინისტრის თქმით, 28 მარტის შემდეგ, 61 მილიონი ლარია გაცემული პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ”შეღავათიანი აგროკრედიტის” პროგრამის ფარგლებში. ამ შესაძლებლობით 4085-მა მსესხებელმა ისარგებლა.