კიევში იულია ტიმოშენკოს მხარდამჭერთა აქცია მოეწყო

კიევში დღეს იმართება ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს მხარდაჭერის აქცია. დაახლოებითი 300 ადამიანი შეიკრიბა კრეშჩატიკზე, პეჩორის სასამართლოს შენობასთან. იქ გამართული სხდომის დროს დააპტიმრეს ტიმოშენკო ზუსტად ორი წლის წინ. 2001 წლის ოქტომბერში სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო უფლებამოსილების გადაჭარბებაში და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ზურგის არეში ტკივილების გამო ტიმოშენკო აპრილში ხარკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის თანახმად, საავადმყოფოს თანამშრომლები იტყობინებიან, რომ ტიმოშენკოს მდგომარეობა მძიმეა, ის ძლივს გადაადგილდება, რომ ძალიან გახდა და სულიერად დაეცა. რამდენიმე დღის წინ დაცვამ უზენაეს სასამართლოს მოთხოვა გააუქმოს განაჩენი, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპის სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, რომ ტიმოშენკოს პატიმრობაში ყოფნა განაჩენის გამოტანამდე უკანონო იყო.