ამურისპირეთში კვლავ რთული ვითარებაა

ამურის ოლქში ბოლო დღეღამის განმავლობაში დატბორილი სახლების რაოდენობა გაორმაგდა და 600-ს გადააჭარბა. ძლიერი წვიმისა და წყლის დონის აწევის გამო სტიქიური უბედურების ზონიდან სამი ათასამდე ადამიანია ევაკუირებული. ვითარებას ართულებს ზონაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის წყლასაცავიდან წყლის გაშვება, რითაც დატბორვის საფრთხე ექმნება კიდევ 30 დასახლებულ პუნქტს. ამურისპირეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაში არმიაც არის ჩართული.