ეგვიპტეში სამართალდამცავებმა მურსის მომხრეთა დაშლის ოპერაცია დაიწყეს

ეგვიპტის უშიშროების ძალები კაიროში ყოფილი პრეზიდენტის - მუჰამედ მურსის მხარდამჭერთა ბანაკების დასაშლელად ამოქმედდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები ოთხშაბათს დილით ჯავშანმანქანებით მივიდნენ ნაჰდის მოედანზე და გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი. თვითმხილველთა თქმით, სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა სამართალდამცავების მიერ წარმოებული ოპერაციის შედეგად. მუჰამედ მურსის მომხრეები პრეზიდენტის პოსტზე მის დაბრუნებას მოითხოვენ.