კობა დავითაშვილი ზურაბ ხარატიშვილს დანაშაულში ეჭვმიტანილად მიიჩნევს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბ ხარატიშვილისთვის პოლიტიკაში წასვლა სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების საშუალებაა. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავითაშვილმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხარატიშვილი კვლავ ცდილობდა შედეგების გაყალბებას, თუმცა ხალხის ნება იყო მაღალი და ნაციონალური მოძრაობისთვის სასურველი შედეგი ვერ დადგა. კობა დავითაშვილი ზურაბ ხარატიშვილს არა კონკურენტად, არამედ ეჭვმიტანილად მიიჩნევს.